საფინანსო კომპანია “საქართველოს” მეანაბრეები, რომლებიც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას საფინანსო ორგანიზაციისთვის ყადაღის მოხსნისაკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მეანაბრეებს საკუთარი თანხების დაბრუნების შესაძლებლობა სწორედ არსებული ყადაღის მოხსნის შემდეგ მიეცემათ.
მათივე ცნობით, საფინანსო კომპანია “საქართველომ” 2 500 ზე მეტ დაზარალებულს ნასესხები თანხა უკან აღარ დაუბრუნა.
კომენტარები