„არ მინდა, წინასწარ, ვერსიებზე ვილაპარაკო. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადგილზე მომუშავე მაშველები ყველაფერს აკეთებენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დასახმარებლად.
„ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15 ადამიანამდეა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დროულად დარეგულირდეს. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მათ ყველა საშუალება აქვთ, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო. არსებობს ბევრი ვერსია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. შს მინისტრისგან მოვისმინე ვერსიები, ამის ესახებ მან საჯაროდ განაცხადა, თუმცა, წინასწარ არ მინდა რაიმე რაიმე დასკვნების გაკეთება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.