რუსთავში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალბატონებს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა.
50 წლამდე ქალბატონი სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, 40 წლამდე ქალბატონი კი კლინიკა რუსთავში. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევა 19:00 საათზე მოხდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
კომენტარები