“ლარის კურსის ცვლილება არ არის იმ შინაარსის ცვლილება, რომ ელექტროენერგიის ტარიფის შეცვლაზე ზეგავლენა მოახდინოს”, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ „თელასის“, „ენერგო პრო ჯორჯიას“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომავალი წლის ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მილორავას განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. როგორც მილორავა ირწმუნება, მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედი კომპანიების მიმართვა გეგმიურია.
„ეს არის გეგმიური გადახედვა. ასე მოხდა შარშანწინ და ასე მოხდება მომავალ წელსაც. რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას, ტარიფზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე დეტალურად არ ვნახავთ ინფორმაციას, მაგრამ შეიძლება თუ არა ლარის კურსის ცვლილებას ჰქონდეს რაიმე გავლენა ტარიფზე, ეს არ არის იმ შინაარსის ცვლილება, რომელმაც შესაძლოა ტარიფზე გავლენა მოახდინოს“,-განაცხადა მილორავამ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა სემეკს, მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით, უკვე მიმართეს. კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდება?
2016/11/08 12:44:30
კომენტარები
ნანახია: 1411 ჯერ