მესტიაში დაკარგული გერმანელი ტურისტის ცხედარი იპოვეს.
პირველადი მონაცემებით დასტურდება, რომ ნაპოვნია იმ გერმანელი ტურისტის ცხედარი, რომელიც გაზაფხულზე დაიკარგა.
”აღმოჩენილია მისი კუთვნილი მანქანა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და დაიკარგა. ასევე ნაპოვნია კომპიუტერი და საბუთები. ექსპერტიზა დაადგენს ცხედრის ვინაობას, თუმცა, პირველადი მონაცემებით, ის გერმანელი ტურისტია”, – განაცხადეს შსს-ში.
შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი ამ დრომდე გადმოსვენებული არ არის.
კომენტარები