ელექტროგადამცემ ხაზზე მეხდამცავი გვარლის მონტაჟის მიზნით ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში ელექტროგადამცემ ხაზზე მეხდამცავი გვარლის მონტაჟის მიზნით 07:00 საათიდან, 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ვაჟა-ფშაველას III, IV, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მინდელის, უცნობი, გამრეკელის, მარგიანის, თოფურიას, თავხელიძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.
ელექტროგადამცემ ხაზზე მეხდამცავი გვარლის მონტაჟის მიზნით ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება
2016/11/11 19:07:15
ნანახია: 1350 ჯერ