ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დალოცვილებო, მეასედ აჩვენებთ ერთი და იგივე ცეკვას, არ გეცოდებათ მაყურებელი?! იმ კვირაში იეზიდების ქორწილში ვარ დაპატიჟებული… “გოვანდი” უნდა ვიცეკვო!!! ამდენ წვალებას, გადამღები ჯგუფი გამომაყოლეთ, რომ ახალი ცეკვის მასალა გქონდეთ შემდეგი 3 თვის გადაცემებისთვის… თორემ ჩემი ცეკვის გარეშე, აშკარად დაკარგული გაქვთ სამსახური. თქვენი შვილების შიმშილის ცოდვას როგორ დავიდებ?! თებერვალში “სირტაკის” მწკრივშიც ჩაგსვამთ, წაგიყვანთ ბერძნების ქორწილში, თუ მანამდე კიდევ დარჩით ეთერში.
ისე მეცოდებით, თუ ქიბარ ხალვაშს გადაურჩით, მარტშიც მოვიფიქრებ, როგორ დაგეხმაროთ… უკვე “hava nagila”- ზე დაგპატიჯებთ… ამასობაში, თქვენი მიშიკოც გაისკვანჩება და მერე ზაქარია ფალიაშვილის “დაისიდან” ფრაგმენტი უკვე ნიკა გვარამიას შეასრულებინეთ. მე სიამოვნებით მოგისმენთ…”, – წერს ინაშვილი.