2018 წლის პირველ იანვრამდე შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ ახალ სპეციალურ მმართველად მამუკა კობახიძე დანიშნა.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კერძოდ, საჯარო სხდომაზე „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
2018 წლის პირველ იანვრამდე შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ ახალ სპეციალურ მმართველად მამუკა კობახიძე დანიშნა. ბოლო წლების განმავლობაში მამუკა კობახიძე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
კომენტარები