სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე “ტვიტერზე” მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
“დიდი მადლობა გიორგი კვირიკაშვილს და კოლეგებს გასული წლების განმავლობაში ერთობლივი, წარმატებული ძალისხმევისთვის საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დასაახლოვებლად! მოუთმენლად ველოდები საქმიანობის დაწყებას ვაშინგტონში”,- წერს დავით ბაქრაძე “ტვიტერზე”.
დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად მუშაობას დეკებრიდან შეუდგება.
მთავრობის მოქმედმა შემადგენლობამ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
კომენტარები