აღმოჩნდა, რომ ხატია შამუგია საპიოსექსუალია. “ადამიანში ყველაზე მიმზიდველი, სექსუალური და საინტერესო არის ტვინი”, – ამბობს ის.
ასევე ხატიამ ჩვენთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ მართლა ჰქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ალექსანდრე პეტრიაშვილის ცოლთან, ეკა მიშველაძესთან დღეს ხატია მეგობრობს.
– როგორი აღნაგობის მამაკაცები მოგწონთ?
– რაღაც კონკრეტული “გაიდი” არ მაქვს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ძალიან მაღალი მამაკაცები არ მომწონს. უფრო, საშუალო სიმაღლის და “თხელი” აღნაგობის.
– როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებული ვალდებულებები აქვთ ქალსა და მამაკაცს? ვალდებულია მამაკაცი, რომ ქალი საჩუქრებით გაანებივროს? ქალის ვალდებულებად მიგაჩნიათ სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება?
– ქალი ვალდებული არ არის, რომ საჭმელი გააკეთოს, სახლის დალაგებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თუ დამლაგებლის აყვანის საშუალება არ აქვს, რადგან არეულ სახლში ცხოვრება აუტანელია. მამაკაცი ვალდებულია ქალი გაანებივროს საჩუქრებით, იმისთვის, რომ საყვარელ ქალს გაულამაზოს ცხოვრება. ქალმაც უნდა გაულამაზოს მამაკაცს ცხოვრება, მაგრამ არა სახლის ლაგებითა და საჭმლის კეთებით, ეს ხომ უბრალოდ, ყოველდღიური რუტინაა?! ქალს ძალიან უყვარს, როცა ანებივრებენ, ქალი იმისთვისაა ქალი, რომ გაანებივროს მამაკაცმა.
– დაასახელეთ ერთი თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს იდეალურ მამაკაცს.
– იმისთვის, რომ იდეალური იყოს, ერთი თვისება საკმარისი არ არის, მაგრამ ერთ- ერთი არის მზრუნველობა. იდეალურმა მამაკაცმა, უნდა იცოდეს ქალის მოვლა.
– როგორ ფიქრობთ, დისტანცია საჭიროა რომანტიულ ურთიერთობებში?
– დისტანციური ურთიერთობა, არ არის გულწრფელი ურთიერთობა. თუმცა, ფამილიარობა არანაირ ურთიერთობაში არ მომწონს.ზღვარგადასული ხუმრობები არ მომწონს, ელემენტარული ურთიერთპატივისცემა აუცილებელია. თამაშის წესები არ არსებობს, თვითონ თამაში გაჩვენებს ყველაფერს და დიდი მნიშვნელობა აქვს, მეორე ნახევარი როგორ მოგყვება.
– “თავის დაფასებაზე” რას იტყვით?
– საერთოდ ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ საკუთარი თავის ფასი ქალმაც და მამაკაცმაც უნდა იცოდეს. ურთიერთობაში, როგორც მამაკაცი უნდა სცემდეს პატივს ქალს, ასევე ქალი – მამაკაცს.
– ამბობენ, რომ ერთ დროს რომანი გქონდათ ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მართალია?
– უკვე ამ თემაზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ის ადამიანი ძალიან ბედნიერია. მას ყავს შესანიშნავი ცოლი, მასთან ვმეგობრობ. ისინი ახალდაქორწინებულები არიან. ჩვენი ურთიერტობა უკვე დიდი ხანია დამთავრდა. მე არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხნის დასრულებულია.
– ამჟამად თქვენი გული დაკავებულია?
– ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ (იცინის). არ მინდა პირადზე საუბარი, ვფიქრობ, არაფერია ამაში ხალხისთვის საინტერესო.
– რა პროფესიის გინდოდათ, რომ ყოფილიყო თქვენი მეორე ნახევარი ან რა პროფესიის წარმოგედგინათ?
– რავიცი, სანამ თავისუფალი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ჩემს მეორე ნახევარს აუცილებლად უნდა ჰქონოდა კავშირი მუსიკასთან და ხელოვნებასთან. შეიძლება ადამიანი მუსიკოსი არ იყოს, მაგრამ იყოს კარგი მსმენელი, ხელოვნების მოყვარული და გემოვნებიანი. ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი მეორე ნახევარი იყოს საინტერესო მოსაუბრე.
– რა პროფესიის ადამიანს ვერ შეეგუებით?
– ალბათ, არ არსებობს ასეთი პროფესია, არვიცი ვერ ვიხსენებ… მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა კინოსა და თეატრისადმი, მგონია, რომ, ჩემი მეორე ნახევარი მსახიობი არასდროს არ იქნება.
– მარტივად ეჩვევით პარტნიორს?
– როცა, ურთიერთობა ახალი დაწყებულია, ყველაზე მეტად მაშინ გენატრება და
მაშინ გინდა მასთან სიახლოვე. მე ზღვარს გადასული რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ და თეთრი შურით მშურს იმ ქალების, რომლებსაც შეუძლიათ თავი დაკარგონ (კარგი გაგებით, რა თქმა უნდა). თუმცა, შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს , რომ დრო არ მაქვს ამისთვის. ჩემი პრობლემა ურთიერთობაში ყოველთვის ისაა, რომ სულ დაკავებული ვარ.
– შეიძლება ითქვას, რომ, გონებით გიყვართ?
– არა, გონებით არ მიყვარს, ძირითადად გულით მიყვარს, მაგრამ გონება ყველა ვარიანტში ჩართულია.
– იდეალური მამაკაცი უნდა იყოს თუ არა რომანტიული?
– რა თქმა უნდა. ნორმის ფარგლებში ყველაფერი კარგია.
– წყვილმა რა უნდა გააკეთოს, იმისთვის, რომ ურთიერთობა არ გაუფერულდეს?
– საერთოდ, მე მგონია, რომ ყველა ურთიერთობას სჭირდება კვება. ურთიერთობის შენარჩუნებისთვის და გამრავალფეროვნებისთვის საჭიროა განსაკუთრებული უნარი. ხშირად უნდა შეახსენო საყვარელ ადამიანს, რომ გიყვარს. ცოლ- ქმარმა წელიწადში ორჯერ ან ერთხელ მაინვ ცალკე- ცალკე უნდა დაისვენონ, რომ მონატრება იგრძნონ.
– საპირისპირო სქესის წარმომადგენლის, სხეულის რომელი ნაწილი მიგაჩნიათ ყველაზე სექსუალურად?
– ტვინი (იცინის). ადამიანში ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი და საინტერესო არის ტვინი.
წყარო: reitingi.ge