“ვირუსი „ზიკა“ შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროზეც გავრცელდეს” – ვარაუდობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
აქამდე “ზიკა” ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში იყო გავრცელებული, რომელიც ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში ვირუსის გავრცელების ყველაზე მწვავე საფრთხე საქართველოსა და რუსეთის შავი ზღვისპირა რეგიონებს ემუქრება, აგრეთვე პორტუგალიის კუნძულ მადეირას. კოღოს ის სახეობაა, რომელსაც ვირუსი „ზიკა“ გადააქვს, საქართველოს შავი ზღვისპირეთშიც ბინადრობს.
კომენტარები