გთხოვთ, რომ გამოვაცხადოთ რაღაც მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენს არხებზე ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად ეს შვებას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში შედგა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
„გთხოვთ, რომ გამოვაცხადოთ რაღაც მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენს არხებზე ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად ეს შვებას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას. ამაზე პასუხს არ გთხოვთ, გიტოვებთ, როგორც თხოვნას. ყველასთვის არის ეს თხოვა, ასევე საზოგადოებასთან, რადგან სოციალური ქსელი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიან, არა უფრო სახარბიელო სივრცეა და ამიტომ ყველასთვის არის ეს ჩემი დიდი, მოწიწებული მოთხოვნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
