ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა საინტერესო და პროდუქტიული იყო, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული, მათ შორის შეიარაღებული ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს 21 ნომებრის სხდომის შემდეგ გნაცხადა.
“თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის არგუმენტებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას. ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში შემოთავაზებული იქნება ახალი ვერსია იმ დოკუმენტისა, რომელზეც 2013 წლიდან ვმუშაობდით, როგორ უნდა გადაწყდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით გაწვევის საკითხი. გლობალურად შეხედულება ამ საკითხზე ჩამოყალიბდება დახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.