პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდნენ.
შეხვედრა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გიორგი მარგველაშვილსა და დავით რაქვიაშვილს სამომავლო გეგმების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას მთავრობას ხვალ გადაუგზავნის.
კომენტარები