ლევან კობერიძემ “ტვ პირველის” კითხვებს უპასუხა.
“თუ რატომ არის აქცენტი ეკონომიკურ გუნდზე? იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. კარგად გახსოვთ დაპირებები, სწრაფი განვითარების კუთხით, შესაბამისად, პრემიერმა საჭიროდ ჩათვალა, მეტი ეფექტურობისთვის ცვლილებები. საჭიროა გადაადგილებები და ცვლილებები, რომ ახალ გამოწვევებს შეხვდეთ. სწორედ, ამ ოთხი წლის განმავლობაში მილიონ 900 000 გაღატაკებული მოსახლეობიდან, რომელიც დაგვხვდა, დაწერულია მილიონ 300 000 ადამიანამდე. ეს ტენდენტია გრძელდება. ჩვენი გუნდი ის ძალაა, რომელმაც შეძლო ამ ნაბიჯების გადადგა, იგივე საგარეო მიმარტულებით, მედიის თავისუფლებით, ადამიანის თავისუფლებით, სოციალური პირობებით და სხვა. მომავალი 4 წელი სწორედ ერთ-ერთი მთავარი ეტაპია ქვეყნის განვითარებაში!“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.