ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები ორი პირი გაათავისუფლეს.
59 წლის გიორგი გაბარაევი და 45 წლის კონსტანტინე გაბარაევი სოფლის განაპირას შეიარაღებულმა პირებმა 19 ნოემბერს დააკავეს.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლომ დაკავებულებს „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთაში დასდო ბრალი და თითოეულს 2000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. საჯარიმო თანხა დაკავებულების ცხინვალში მცხოვრებმა ახლობლებმა გადაიხადეს.
კომენტარები