პრეზიდენტის ცინიზმი პარლამენტში გამოსვლის დროს მხოლოდ მე არ შევნიშნე – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე აკეთებს აქცენტს და თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილი თავის სიტყვაში ცინიკური იყო.
„პრეზიდენტის გამოსვლას ცინიზმის ელფერი ახლდა, თუმცა მისი მხრიდან იგრძნობოდა ფარული თანამშრომლობის შეთავაზების სურვილი ხელისუფლებასთან.
მისი ცინიზმი მხოლოდ მე არ შემინიშნავს. მისგან წამოჭრილი საკითხებიდან გამოვყოფდი ყოფილი პოლიტპატიმრების თემას, ამ საკითხზე ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი აქვს კიდევ სამუშაო,“-განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები