„როგორც თქვენ გინდათ ლარის კურსის დასტაბილურება, ისე მე მინდა და ყველა ჩვენგანს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ დასკვნებს უნდა დაველოდოთ.
„ამ საქმეში უმთავრესი არის, არ ვიმარჩიელოთ. დამტკიცდეს მთავრობა და ვინც იქნება პასუხისმგებელი ჯგუფი, მან უნდა გვითხრას და ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენად მართალი გამოდგა. ლარი ჩვენ ხელოვნურად არ უნდა დავაბათ, რადგან ხელოვნურად დაბმა გინდა ჯაჭვით და გინდა თოკით გამოიწვევს აწყვეტას და მეტ ზიანს. ალბათ უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ჯგუფისგან კომპეტენტურ დასკვნებს”, –განაცხადა ქანთარიამ „რეპორიორის” პრესკლუბში.
კომენტარები