როგორც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყო, უღალატა ირინა ენუქიძის ხსნოვას და ოთო კახიძის გვერდით მოკალათდა.
„გისამძიმრებთ ამ მორალურ, იმედია, დროებით კრახს. ზიხართ იმ კაცის გვერდით, რომელიც დღეს ვანო მერაბიშვილს იცავს. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ წამართმევს, მათ შორის, მორალური კრახის პირობებში მჯდარი ქალბატონი დეპუტატი, რომელმაც უღალატა ირინა ენუქიძის ხსოვნას და მოკალათდა ოთო კახიძის გვერდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარები