ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის, A320-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
ფრაგმენტები ნაპოვნია 80 კილომეტრში იმ ტერიტორიიდან, სადაც ლაინერი რადარებიდან გაქრა.
„როიტერი“ აღნიშნულ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯერჯერობით არც ეგვიპტის და არც საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეგვიპტის ავიაციის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ლაინერის გაუჩინარება შესაძლოა, მექანიკურ დაზიანებას ან ტერაქტს უკავშირდებოდეს.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.
კომენტარები