მე არ მინდოდა მეხსენებინა წინა პერიოდი, მაგრამ თქვენი ტერმინიდან გამომდინარე იძულებული ვარ ვახსენო, თუმცა არანაირად არ მინდოდა ამ რაკურსით წასვლა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.
„თქვენ ახსენეთ მავნებლური საქმიანობა, სამწუხარო ტერმინია, მე ვერ გავიზიარებ ამას, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთეთ. საშუალო ეკონომიკურ ზრდა რეგიონში, მხოლოდ და მხოლოდ თურქეთში იყო საქართველოზე მეტი, დანარჩენი ჩვენზე ნაკლები იყო. მე არ მინდოდა მეხსენებინა წინა პერიოდი, მაგრამ თქვენი ტერმინიდან გამომდინარე იძულებული ვარ ვახსენო, თუმცა არანაირად არ მინდოდა ამ რაკურსით წასვლა. წინა პერიოდში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 6,2%, ამ დროს ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანაში იყო უფრო მაღალი საშუალო ზრდა. ეს არის ასევე სავალუტო ფონდის მონაცემები და შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს არ არის ჩემთვის საამაყო, რასაც ახლა მე ვამბობ, კმაყოფილების გრძნობით არ გეუბნებით თქვენგან განსხვავებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.