“თქვენი კითხვა იყო ძალიან არაკორექტული ნომინალურ პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით, მე მაინც კონსტრუქციულად გიპასუხებთ – აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი და ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება დღეს მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში და იმ საკადრო გადაწყვეტილებებზე, სადაც ვრცელდება ჩემი კომპეტენცია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კომენტარები