არ გრცხვენია, ასეთი ლაპარაკი პარლამენტში?! ეს არის შენი ფანტაზიები, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კანდელაკს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ამბობენ, კვირიკაშვილი კარგი მოსაუბრეა, კარგი მანერების მქონე ადამიანია, მაგრამ ვერაფერს წყვეტს, რომ პოლიტიკურად მისი წონა ნოლია.
“რაც შეეხება გიორგი კანდელაკის კომენტარებს პოლიტიკურ წონასთან და კილოგრამებთან დაკავშირებით – ეს თქვენი სუბიექტური შეფასებაა. საერთოდ, ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. თქვენ არ გინდათ აღიაროთ, რომ არჩევნები წააგეთ, და წააგეთ არჩევნები იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელსაც პირადად მე ვხელმძღვანელობ. ეს არის მთელი უბედურება და ეს არის ამ კამპანიის ნაწილი”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.