სოციალური ქსელის წევრი ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი წერს:
“რაკი მთელი პროგრესული ქართველობა ამ ჯოჯოხეთში ერთადერთ დამნაშავეს ხედავს და ყველა განსხვავებული აზრის მქონე ბნელი ან მოღალატეა, ანუ მენტალურად უნდა გაირიყოს, პირადად მე კედელთან დასახვრეტად მდგარი აურელიანო ბუენდიასავით იმას კი არ გავიხსენებ ბავშვობაში ყინული რომ ვნახე, არამედ ჟიულიენ სორელივით გილიოტინაზე ასვლის წინ სიტყვას წარმოვთქვამ:
ის, რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს და რაც ახლა ხდება უკრაინაში,მისი მოქმედების სცენარი დიდი ხნის წინ დაიწერა და როლებიც განაწილდა, ვინ დათვია, ვინ მელა, ვინ ტურა, სვავი თუ თრითინა. მართალი გითხრათ ლომებს და ვეფხვებს ვერ ვხედავ სკრიპტში.
ამ სცენარში უკრაინას და საქართველოს მხოლოდ მსხვერპლის როლები აქვთ, მათ უნდა შეექმნათ ისეთი გარემო, რომ დათვი ბუნაგიდან გამოიყვანონ. და როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ბუნაგიდან დათვის გამოყვანის 80 ხერხი არსებობს, უკან შეყვანის კი არც ერთი, სანამ არ დაგლეჯს მსხვერპლს.