“2014 წლიდან დაწყებული, მარიუპოლი სულ ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ არის”– განაცხადა გიული ალასანიამ “მთავარი არხი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან მადლობა გადაუხადა უკრაინის სახალდო დამცველ ლუდმილა დენისოვას, რომელმაც უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე მოიცალა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
“ისინი ცდილობენ ძალიან, რომ თავისი მოქალაქე {მიხეილ სააკაშვილი} დაიბრუნონ, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ, სწორედ ამ კრიტიკულ დღეებში.
და დღეს, მარიუპოლი, რომელიც გახდა ყველაფრის ცენტრი, ყველაზე კარგად, სწორედ მარიუპოლმა გააშიშვლა რუსეთი.
მარიუპოლი 2014 წლიდან დაწყებული, სულ ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ არის, ბოლო სამი თვე საერთოდ არ გამოსულა იქიდან და ძალიან ბევრი წამოწყება, რაც არის და ქალაქს ძალიან კარგი მერი ჰყავს, ეს, ჩემი შვილისგან მოდის”- განაცხადა გიული ალასანიამ.