საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, გმირების ხსოვნა ის ღირებულებაა, რომლის ირგვლივაც საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს.
„ჩვენი გმირების ხსოვნა არის ის ღირებულება, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ის მოტივაცია, რომელიც შეიძლება, სამხედრო სულისკვეთების, სამხედრო მოსამსახურეების და სხვა პატრიოტული სულისკვეთების მოტივატორი გახდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი გმირების ხსოვნა არის ის ღირებულება, რომელსაც მთელი საზოგადოება უწყვეტად უნდა აფასებდეს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
კომენტარები