კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
„რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, ეს გარკვეული მოლოდინებიდან შემქნილი აჟიოტაჟი იყო. მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტისა. ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს სამწუხაროდ ახასიათებს ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია „ოვერშუთინგი“, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი ამას მოყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შებრუნებულიყო.
ბაზარზე არიან მყიდველები, არიან გამყიდველები და გარკვეულწილად შეიქმნა დროის მოკლე მონაკვეთში განსხვავება, დისპროპორცია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც არსებობდა მიუხედავად ისტორიულად გამყარებული დოლარისა, მაინც არაფრით არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო უკუსვლა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა გუშინ ისაუბრა და ეს მოხდა კიდეც”, – განაცხადა გვენეტაძემ.