პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია, თუმცა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებაში კომპრომისის გარეშე.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ამერიკულ გაზეთთან The Hill ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს აქვს კარგი სტრატეგიული მდებარეობა, როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად და ეკონომიკურად იმისთვის, რომ გახდეს რეგიონის სავაჭრო ჰაბი. მას ასევე შეუძლია იყოს ალტერნატიული ენერგოდერეფანი და იმ ქვეყნების მნიშვნელოვანი მოკავშირე, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ალტერნატივის ძიებაში არიან. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმშია ევროკავშირთან და მას თამამად შეუძლია შეასრულოს სავაჭრო თუ კულტურული ხიდის როლი აზიას, კავკასიასა და ევროკავშირს შორის. რაც მთავარია, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი რეგიონში და კავკასიის გამაერთიანებელი.”-განაცხადა ბურჭულაძემ “The Hill”-თან ინტერვიუში.