რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია „ინტერტრანსმა” რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასური ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გაზარდა.
რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსის თამარ აქუბარდიას განცხადებით, რუსთავის მერია, რა თქმა უნდა, ტარიფის გაზრდის წინააღმდეგია და „ინტერტრანსმა” ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ რუსთავის მერია, რა თქმა უნდა, წინააღმდეგიატარიფის გაზრდის. „ინტერტრანსმა” მგზავრობის ღირებულება მერიასთან შეუთახმებლადგაზარდა. რუსთავის საკრებულოს მიერ 2014 წლის 10 თებერვალს დამტკიცებული წესისთანახმად, რუსთავი–თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მფლობელ კომპანიას ტარიფის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით, მერიაში 1 თვით ადრე უნდაგაეგზავნა შეტყობინება. „ინტერტრანსის” წერილი მერიაში 24 ნოემბერს შემოვიდა, მათ ისეგაზარდეს ტარიფი, რომ მერიისგან პასუხი მიღებული არ ჰქონდათ“, – განაცხადა თამარ აქუბარდიამ.
კომპანია „ინტერტრანსმა” რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1.30-დან 1.50 ლარამდე გუშინ გაზარდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, კომპანიაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. მგზავრობის საფასური „ინტერტრანსმა” რუსთავი-თბილისის 9 მარშრუტიდან 7-ზე გაზარდა.