ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 70-120 სმ-ს მიაღწია. დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის ოთხი სოფელი ელეტქროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ზოტში, ჩხაკოურასა და ქვაბღას ელექტროენერგია სავარაუდოდ რამდენიმე საათში აღუდგება. კუჭავას თქმით, 35 კვტ-იან გადამცემი ხაზი დაზიანდა, ადგილზე გასულია კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები და პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებენ. მისივე თქმით, ცენტრალური და სოფლებთან მისასვლელი გზები ინტენსიურად იწმინდება. კუჭავას თქმით, წუხანდელი გადაუდებელი თოვის შედგად თოვლის საფარი კიდევ 40 სმ-მდე გაიზარდა. ამ წუთებში გურიაში თოვა შეწყდა.
კომენტარები