ხვალ, საქალაქო სასამართლოში საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზ ნიუსი”-ს დამფუძნებელის დარეჯან ლიპარტელიანის წინააღმდეგ, დავით ვაშაძის საჩივარის განხილვა დაიწყოება.
საქმეს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით – “გიორგი ვაშაძის ძმა გათხოვდა?!” დავით ვაშაძემ ხსენებული სტატიის გამო, საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი”-სა და მისი დამფუძნებლის, – დარეჯან ლიპარტელიანის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ, გასულ წელს, სასამართლო პროცესზე დარეჯან ლიპარტელიანის დაუსწრებლობის გამო, სასამართლო გადაწყვეტილება ვაშაძის სასარგებლოდ გამოიტანა და სააგენტოს დამფუძნებელს დავით ვაშაძის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელმა დარეჯან ლიპარტელიანმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ ლიპარტელიანის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო. დარეჯან ლიპარტელიანმა დავით ვაშაძის მხარეს თავისი ადვოკატის საშუალებით მოლაპარაკება შესთავაზა, გაითვალისწინა რა დავით ვაშაძის მიმართ საზოგადოებაში შექმნილი მდგომარეობა, საიტის პროგრამა შეცვალა და ინტერნეტ-სივრციდან წაშალა ხსენებული სტატია, მიუხედავად კომპრომისისა, დავით ვაშაძემ მორიგებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
“ექსკლუზივ ნიუსი” კი, იტოვებს მისთვის მინიჭებულ კანონიერ უფლებას და დღეიდან, სასამართლო პროცესის მსვლელობის ყველა დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. სასამართლო პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს განახლდება.
ხვალ, მოსამართლე ასმათ კოხრეიძე დავით ვაშაძის მიერ წარდგენილ მოწმეებს დაკითხავს. მოსამართლე ასევე მოუსმენს, დარეჯან ლიპარტელიანის მიერ წარდგენილ მოწმესაც.