პრეზიდენტმა დღეს სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო – რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს და მისი მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა.
პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ მას უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, იმ პირობით, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ძალიან მძიმეა, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა შენს ტერიტორიაზე შუა სოფელში აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრისმთქმელ მავთულხლართებს ავლებენ , მაგრამ ემოციის აყოლა არაფერს მოგვიტანს.
“რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს”
2016/05/20 18:26:43
ნანახია: 1514 ჯერ