მარნეულში 29 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. დევნილებს ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების გასაღებები, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა გადასცეს.
მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში 50 ბინა შეისყიდა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 29 დევნილ ოჯახზე, კენჭისყრის პრინციპით, განაწილდა. კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 29 ბინიდან, 7 ერთოთახიანია, 17 ოროთახიანი და 5 სამოთახიანი.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მარნეულში დარჩენილი 21 ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახი, ადგილზე განაცხადების შევსების დამატებითი ეტაპი გამოცხადდება და უახლოეს მომავალში მათაც გადაეცემა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში.
მარნეულში 29 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
2016/12/15 17:06:20
კომენტარები
ნანახია: 1528 ჯერ