საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელ საქართველოს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
გიორგი კვირიკაშვილი დღეს მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
მთავრობის მეთაურმა ბარბარობის დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა ბავშვებს და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა.
“დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ზარი დღეს პირველად დაირეკა. მინდა, ყველას მივულოცო ბარბარობა. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია, ვუსურვო, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა”, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები