ჩოხატაურის მპგ „ქართული ოცნების” საოლქო ორგანიზაციის ოფისზე გაკრული ბანერი, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დიმიტრი კორიფაძემ ჩამოხია. ამავე დროს „ლაივი“ ჰქონდა ჩართული საკუთარ Facebook-გვერდზე.
კორიფაძემ ვიდეო მალევე წაშალა და სამწუხაროდ პოლიციამ ვიდეო ვერ ჩამოტვირთა. სამართალდამცველები მუშაობენ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებიდან მტკიცებულების მოსაპოვებლად.
შესაძლებელია საჭირო გახდეს პარტიის მიერ პოლიციაში განცხადების წარდგენა ამ ფაქტის თაობაზე გამოძიების დასაწყებად.
კომენტარები