ავიაციას შემოუერთდნენ, დაუბრუნდნენ ისეთი სპეციალისტები, ვინც ათეული წლის განმავლობაში იყვნენ საზღვარგარეთ წასულები, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე, სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ჩავრთეთ ყველა ამ პროცესში და ამასაც ნუ დახატავთ ისე ახლა, რომ თითქოს, გადინება გვაქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და ეს პროცესიც არის „შეუქცევადი და განგრძობითი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.
კომენტარები