ცნობილი სპორტსმენი, ფეხბურთელი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქუთაისში მიმდინარე სპეც-ოპერაციას ეხმაურება.
“დილიდან ვუყურებ ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს და იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი! ამვდროულად ძალიან მიკვირს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის რეპლიკის ან მოწოდების, რომ პოლიციამ უფრო ხისტად უნდა იმოქმედოს. ადამიანის უსაფრთხოება მთავარია და ეს საბედნიეროდ ჩვენს სამართალდამცველებს არ ეშლებათ. აბა, ის მოგვწონს, ზოგ ქვეყანაში მძევლების სოცოცხლე რომ ფეხზე კიდიათ და სპეცოპერაციებისას ჟუჟავენ ხალხს? პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ჭორაობის და ღლიცინის ნაცვლად დააცადეთ პოლიციას თავისი საქმე პროფესიონალურად აკეთოს! ჩემი მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს!! კიდევ არის თემები, რომელიც მედიამ ფრთხილად უნდა გააშუქოს და სულ სკანდალზე არ იფიქროს! იმედია, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება!“