საქართველოში, მაისის ბოლომდე არამდგრადი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წ-ში, ზოგან ძლიერად – 17-22 მეტრი წამში. დაასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 26-28 გრადუსის ფარგლებში იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში – 23-25 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. შესაძლოა სეტყვა და სუსტი ქარიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-25 გრადუსი დაფიქსირდება.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დღეს თბილისშიცაა მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. დღისით ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება.
23-24 მაისს, საქართველოში ინტენსიური წვიმა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა და ელჭექი.
23 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 27 გრადუსამდე, თბილისში – 25 გრადუსი.
24 მაისს, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა უფრო ღამისა და საღამოს საათებში დაფიქსირდება. დასავლეთის ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 10-15, პერიოდულად კი, 17-22 მეტრი წამში იქნება.
24 მაისს, დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 22 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში 27 გრადუსი შენარჩუნდება. ამასთან, კახეთში სინოპტიკოსები დღისით მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ, კერძოდ 28 გრადუსს. შემდეგ კი წვიმას.
24 მაისს, თბილისში დღისით ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსია მოსალოდნელი.