ჩვენ უკვე მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. მნიშვნელოვანია ის, რომ ღია კარის პოლიტიკა გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
„რეზოლუციებში გარკვეულ რედაქციულ ცვლილებებს ველოდებით, ველოდებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს. ცვლილება, რომელიც შევიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში, გულისხმობს იმას, რომ რუსეთის აგრესია არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ასევე საქართველოში პირველად განხორციელდა. ჩვენ უკვე მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. მნიშვნელოვანია ის, რომ ღია კარის პოლიტიკა გრძელდება“, – აცხადებს ჩაჩიბაია.
მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია გრძელდება. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.
კომენტარები