ყატარში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის ცერემონია სტადიონზე „ელ ბაიტი“ გაიმართა, რომელიც 60 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობმა მორგან ფრიმანმა, BTS-ის წევრმა ჯონგუქმა, ყატარელმა მომღერალმა ფაჰად ალ-ქუბაისიმ. გახსნის ცერემონიის შემდეგ, ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს მასპინძელ ყატარი და ეკვადორი დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში, 8 სტადიონზე ჩატარდება, ფინალი კი 18 დეკემბერს, სტადიონზე „ლუსაილ აიკონიკ“ გაიმართება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს. მუნდიალი ახლო აღმოსავლეთში პირველად ტარდება. ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს, ამიტომ ტურნირი ტრადიციული დროის ნაცვლად შემოდგომა-ზამთარში ტარდება.
კომენტარები