ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი ცოლ-ქმარია.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად არიან ასევე მოწამლულებიც, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, თუმცა უწყებაში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ. ორ ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები
