საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.
მაჟორიტარი ასევე ეწვია ახალგაზრდულ სათემო ცენტრს, სადაც უკვე ახალგაზრდების ხედვებს გაეცნო.
„სოფელ ტალავერში მოსახლეობას შევხვდი, ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მოვისმინე ადგილობრივების მოსაზრებები მათი თვალით დანახული გამოწვევების შესახებ და ვიმსჯელეთ მოგვარების გზებზე. ასევე, ვეწვიე ტალავერის ახალგაზრდულ სათემო ცენტრს, სადაც ახალგაზრდებს გავესაუბრე მიმდინარე პროცესებსა და ახალგაზრდულ პროგრამებზე. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ახალგაზრდები მონდომებულები, მოტივირებული არიან აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.