დღეს კანონიერ მესაკუთრეს წაართვეს ინტელექტუალური საკუთრება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ღლონტმა აღნიშნა, მან როდესაც პროცესები დაიწყო, მაშინვე განაცხადა, რომ საქართველოში ყველა საქმეს წააგებდნენ, თუმცა დიდი ალბათობით, ევროპულ სასამართლოებში აღნიშნულ პროცესებს თითქმის ყველას მოიგებენ.
„ის, რასაც ესენი სასამართლოს ეძახიან, ნამდვილად არ არის სასამართლო. მიმდინარეობს მედიის კონკრეტული პარტიული ინტერესების ქვეშ მოქცევა, ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. ძალიან მალე მოხდება ძალიან საინტერესო ამბები, კერძოდ, მედია სრულად გადავა “ქართული ოცნების“ ხელში. ამათი მოქმედების ვადები ასეთია, ახალი წელი ან აგვისტო, როცა საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია, თუმცა ადრე თუ გვიან, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.