რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუნგაითელ მეტალურგებისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავდა მოტოციკლის 25 წლამდე მძღოლი, რომელიც ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
კომენტარები