გირჩის წევრების მიერ მარიხუანას დათესვის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, 2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს.
„გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი დათესა.
კომენტარები