აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილეების თანამდებობების დატოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში ცვლილებები ამ ეტაპზე არ განხორციელებულა.
„ გავრცელებულ ინფორმაიას არ ვადასტურებთ, ამ ეტაპზე ცვლილებები არ განხორციელებეულა“,-განაცხადეს შსს-ში.
აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს.
წყარო: კვირა
კომენტარები