“ინფო 9”-ის კორესპონდენტის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორის, კობა ქანთარიას საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაიწვა. სახლის დიდი ნაწილი და ოჯახის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ეზოში იდგა, განადგურდა.
შემთხვევის დროს სახლში ვიცე-გუბერნატორის ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: “ინფო 9”
კომენტარები
