“უკრაინა ახალი გზაფხულის კონტრიერიშისთვის ემზადება და როგორც ჩანს, მთავარი აქცენტი ყირიმის მიმართულებაზე იქნება გადატანილი. ამის საპასუხოდ რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ. ანალიტიკოსები გაზაფხულის დადგომასთან ერთად ორივე მხარისგან მასშტაბურ შეტევას ელიან და მთავარი შეტაკებების სავარაუდო მიმართულებებს ასახელებენ. ბოლო დღეების შედარებით სიმშვიდესა და ომის დაწყების წლისთავის “სიურპრიზების გარეშე” ჩავლას კი სწორედ გაზაფხულის მასშტაბური ბრძლებისთვის მზადებით ხსნიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსების ეს მზადება იმის ნიშანია, რომ ყირიმს თავის მთავარ პლაცდარმად მოიაზრებენ, თუმცა, მათივე აზრით, ყირიმამდე უკრაინელებმა ჯერ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრულად უნდა გაათავისუფლონ, რაც ახლანდელი გადასახედიდან ადვილი საქმე არ ჩანს. ამის პარალელურად ის მოლოდინი, არ გამართლდა, თითქოს რომელიმე მხარეს ომის წლისთავთან დაკავშირებით რაიმე “სიურპრიზს” ამზადებდა. მეტიც, ორი დღის შემდეგაც მთავარი ბრძოლები კვლავ დონბასშია და რუსები კვლავ იმ ლოკაციის აღებას ცილობენ, რაც 6-7 თვის წინ წამოიწყეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით წლისთავი სიურპრიზების გარეშე და მზადება გაზაფხულის დიდი შეტევისათვის.
“24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან იყო მოლოდინი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აპირებდნენ. მეტიც, უკრაინელთა მხრიდან კეთდებოდა განცხადებები სამხედრო ხასიათის ისეთ მოქმედებაზე, რომელიც ისტორიაში შევიდოდა. თუმცა, ამის საპირისპიროდ, უშუალოდ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და უკვე რამდენიმე დღეა მხარეები ლოკალური მნიშვნელობის პოზიციურ ბრძოლებზე არიან გადასული. 24 თებერვალს პოლონეთიდან უკრაინაში პირველი “ლეოპარდები” ჩავიდა, რაც აშკარად სიმბოლური ჟესტი იყო. გავრცელდა შესაბამისი ვიდეოც, სადაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი “ლეოპარდის” ფონზე მეგობარ სახელწიფოს მადლობას უხდის. პოლონეთი უკრაინას სულ “ლეოპარდ 2”-ის ტიპის 14 ტანკს დაჰპირდა, ასევე გადასცემს “ტ-72”-ის ტიპის 60 მოდერნიზებულ ტანკს. გასულ პარასკევს კი კიევმა 4 “ლეოპარდი” მიიღო. როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, ის, რომ არ ცერთი მხრიდან “სიურპრიზი” არ ყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაც და რუსეთიც პოზიციურ დაპირისპირებაშია ჩაფლული და ამის შესაძლებლობა არც ერთს არ ჰქონდა. რაც შეეხება ტანკების პირველ პარტიას, მისი თქმით ეს სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არაფერს ცვლის, თუმცა მნიშვნელოვანია პიარიასა და პოლიტიკური კუთხით”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მიზეზი ისაა, რომ ორივე მხარე პოზიციურ დაპირისპირებაშია ჩაფლული, ახლა უკრაინას ის დაჯგუფება არ გააჩნია, რომელიც ოპერატიულ დონეზე კონტრდარტყმის განხორციელბას შეძლებს, ხოლო რუსებს ის პოტენციალი არ აქვს, რომელიც რაღაც გარკვეული მნიშვნელოვან გარღვევას განხორციელებს იმ ჩამოყალიბებულ დაპირისპირებაში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ტიპის დაპირისპირებაში გადასდით. ის, რომ ომის დაწყების წლისთავზე უკრაინამ დასავლური ტანკები მიიღო, სამხედრო თვალსაზრისით არაფერს ცვლის, მაგრამ თავად ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ ტანკების მიღება დაიწყეს, რომელიც ადრე არ იყო შესაძლებელი. გარკვეული რაოდენობის ტანკებს ყველა ქვეყანა მიაწვდის, ვინც ინიციატივა გამოიჩინა. მთავარია, რომ უკრინამ ამის აკუმულირება მოახდინოს და ერთ მუშტად გამოიყენოს. ფრონტზე 3-4 ტანკის, ანუ ოცეულის მოქმედება არაეფექტურია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“კავკასიის საერთაშორისო იუნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ შეტევის მომზადებას მინიმუმ ერთი თვე მაინც სჭირდება, არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს კი იმის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ომის წლისთავს დაემთხვია რაიმე მნიშვნელოვანი”. “შეტევას გარკვეული დრო სჭირდება, ამისთვის შეიარაღებული ნაწილები და ქვედანაყოფები მწყობრში უნდა მოიყვანონ. როგორც ჩანს, მზად არც ერთი არ იყო და 24 თებერვალს ვერ დაამთხვიეს. უკრაინელებს “ლეოპარდები” და მომზადებული მებრძოლები ახლა ჩაუვიდათ. საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვას, მით უმეტეს ფართომასშტაბიანს, სულ მცირე ერთი თვე მაინც უნდა. 4 ტანკის ჩასვლა სამხედრიო თვალსაზრისით მაინცდამაინც დიდს არაფერს ცვლის, თუმცა ეს პიარის, საინფოამაციო ომისა და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ტანკების მიღება გაგრძელდება”, – აცხადებს მაისაია. სამხედრო ანალიტიკოსები გაზაფხულზე მასშტაბურ შეტევას ელოდებიან როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამას უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ღიად ამბობს – როგორც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი წერს, ქვეყანა ახალ პერიოდში შედის ახალი მიზნით, რომ გამარჯვება მოიპოვოს”, – განაგრძობს გამოცემა.
“დარტყმებს უფრო ძლიერად და უფრო შორს განვახორციელებთ – ჰაერში, მიწაზე, ზღვაში და კიბერსივრცეში. იქნება ჩვენი კონტრიერიში. ბევრს ვმუშაობთ, რათა იგი მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ”, – წერს რეზნიკოვი. მზადება რუსების მხრიდანაცაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ. კერძოდ, როგორც მედია უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 ახალწვეულ ჯარისკაცს შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების განხორციელება დაევალა. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ახლა მთავარი ბრძოლები დონბასისკენაა, ხოლო თუ უკრაინელები მოახერხებენ შესაბამისი რაოდენობის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზებას, ახალ შეტევას შეძლებენ ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებით. რაც შეეხება ყირიმს, გენერალ კაპანაძის თქმით, სანამ უკრაინელები ნახევარკუნძულამდე მივლენ, ჯერ აღნიშნული ოლქები უნდა აიღონ. ვახტანგ მაისაია კი აღნიშნავს, რომ ყირიმის გამაგრება იმის ნიშანია, რომ სტრატეგიული შეტევისათვის რუსების მთავარი პლაცდარმი გახდება”, – დასძენს გამოცემა.
“ახლა მთავარი მიმართულება დონბასია. ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე ინიციატივა რუსებს აქვთ, წინ წასვლას ცდილობენ, თუმცა ვერ მიდიან. უკრაინელები თუ რუსებთან აქ დაპირისპირებას არ გააგრძელებენ, მოახერხებენ და დაჯგუფებას შექმნიან, შესაბამის აღჭურვიულობას მიიღებენ და დარტყმით დაჯგუფებას შეაგროვებენ, რომელიც თანამედროვე დასავლური იარაღით იქნება აღჭურვილი, მაშინ გაზაფხულის შეტევა შესაძლებელი იქნება და ალბათ მთავარი დარტყმის მიმართულება მაინც სამხრეთი, ზაპოროჟიე-ხერსონის რაიონი იქნება. თუ ეს ვერ მოახერხეს, ეს დაპირისპირება ისევ გაგრძელდება. რუსები არა მხოლოდ ყირიმს, არამედ ზაპოროჟიეს, ხერსონის რაიონს და ყველა იმ ტერიტორიას ამაგრებენ, რომელიც დაკავებული აქვთ. ისინი ოკუპირებული ტერიტორიების დაცვისთვის ემზადებიან. მათი მხრიდან ეს შეტევები მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ უკეთესი პირობები შექმნან იმ დროისთვის, როცა ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა მოუწევთ”, – მიიჩნევს გენერალი.
“რუსეთს ახლა იმის თავი არ აქვს, რომ უკრაინაზე შეტევები გააგრძერლოს. ახლა მისი მთავარი ამოცანაა, რომ დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს და უკრაინასთან ივაჭროს. ყირიმამდე უკრაინას მხოლოდ ერთი გზა აქვს – ესაა ვიწრო ყელი ჩრდილოეთი მიმართულებიდან. უკრაინას საზღვაო ძალები რომ ჰყავდეს, სხვა რამის პროგნოზირება შეიძლებოდა, მაგრამ ვინაიდან არ ჰყავს, ეს მიმართულება აქვთ. თუკი საშუალება მიეცათ, საჰაერო დარტყმების ფონზე ამ შეტევის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ სანამ ყირიმამდე მივლენ, ზაპოროჟიე და ხერსონი უნდა აიღონ. ასე რომ, ადვილი საქმე არაა”, -დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.
“დღეს მთავარი დარტყმები ჯერჯერობით ე.წ. მანერჰეიმის ხაზთანაა და რუსები მის გარღვევას ცდილობენ, რათა მერე შეტევაზე გადავიდნენ. უკრაინელები კი პირიქით, აქტიურ თავდაცვაზე არიან. გაზაფხულიდან შეტევები სად გადაინაცვლებს, ახლა ამის პროგნოზირება რთულია, ეს ყელაფერი მარტის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება. ჯერჯერობით ოპერატიული სურათი შემდგომი შესაძლო დარტყმების გასაზღვრის საშუალებას არ იძლევა. ჩემი აზრით, რუსები ყირიმს იმიტომ ამაგრებენ, რომ, როგორც ჩანს, სტრატეგიული შეტევისათვის ის მათი მთავარი დასაყრდენი პლაცდარმი გახდება”, – დასძენს ვახტანგ მაისაია.