პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია რატომ აღარ არის ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.
„არაფერი დამატებითი ინფორმაცია, გარდა რაც თქვენ გაქვთ [ჟურნალისტებს მიმართავს], მე არ მაქვს. თავად მას უნდა ჰკითხოთ. თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, რომ ის უკვე ერთი კვირაა, რაც აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ახლა გადაწყვიტა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. თავად მას უნდა ჰკითხოთ, რატომ მოხდა ეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარები