„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მას და მის პარტიას არანაირი ულტიმატუმები არ სჭირდება.
მისივე თქმით, ყველა პარტიამ, პირველ რიგში კი პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ რეკომენდაციების შესასრულებლად.
„არც მე პირადად და არც ჩვენს პარტიას არანაირი ულტიმატუმები და პირობების დაყენება არ გვჭირდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს და მივიღოთ საშვი ევროპაში. ყველამ უნდა მოვინდომოთ, პირველ რიგში, საპარლამენტო პარტიებმა, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები აქ არის შესამუშავებელი, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და სხვამაც კეთილი უნდა ინებოს და ერთად ვიმუშაოთ – ასე გვითხრეს და იმიტომ“, – აცხადებს ელისაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე მისცემენ დროს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საპროტესტო აქციას აანონსებს.